logo
ENG



პროკურატურამ ასხის მთაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 1 ადამიანს ბრალდება წარუდგინა

20 ივლ 202417:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/20/e6bqf74gid4sk9k.jpg

საქართველოს პროკურატურამ 18 ივლისს ასხის მთის საძოვრებზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა.

ცნობილია, რომ ინციდენტი, ურთიერთშელაპარაკებამ გამოიწვია, რის შემდეგაც დაკავებულმა ადამიანს ცივი იარაღით, გულ მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის, მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 10-დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს.


close დახურვა