პროკურატურამ ლანჩხუთში, დამამძიმებელ გარემოებაში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, 8 აგვისტოს, ქალაქ ლანჩხუთში ბრალდებულმა დაზარალებული თოკით გაკოჭა, რის შემდეგაც ბლაგვი და ბასრი საგნების გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "მ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.