logo
ENG



პროკურატურამ მაკო გომური დაზარალებულად სცნო

11 ნოე 201919:17
3 წუთის საკითხავი
 
ojbo002jy1jwxk9.jpg

მაკო გომური პროკურატურამ დაზარალებულად სცნო გავრილოვის ღამის მოვლენებში. მასთან ერთად დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ ომარ სეხნიაშვილსა და მირზა ლიპარტელიანს. ამ დრომდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი გიორგი სულაშვილს, რომელმაც გავრილოვის ღამეს თვალი დაკარგა.

„2019 წლის 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, დაზარალებულად იქნა ცნობილი მაია გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი,“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.



close დახურვა