logo
ENG



პროკურატურამ მამის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

29 სექ 202320:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/29/43de5dfgy5pp9bd.jpg

საქართველოს პროკურატურამ მამის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა.

უწყების ცნობით, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის ე და კ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში - დამნაშავისთვის წინასწარ შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინეს, რაც სასჯელის ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ 26 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მძინარე მამას სანადირო თოფიდან ესროლა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. 

პოლიციამ ბრალდებული გუშინ, 28 სექტემბერს დააკავა. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.


close დახურვა