logo
ENG



პროკურატურამ ყვარელში ბანკზე თავდამსხმელს ბრალდება წარუდგინა

11 სექ 202119:04
3 წუთის საკითხავი
 
პროკურატურამ ყვარელში ბანკზე თავდამსხმელს ბრალდება წარუდგინა

ყვარელში მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.

შალვა მელიქიშვილი ბანკში 9 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში შეიჭრა - მას მძევლად ჰყავდა აყვანილი 15-მდე ადამიანი და გამოსასყიდის სახით ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა.

პრკურატურის ცნობით, მელიქიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით  (ტერორისტული აქტი), 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს.


close დახურვა