logo
ENG



პროკურატურამ შშმ პირის გაუპატიურების საქმეზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

09 თებ 202416:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/09/orgvlrp9420l3bf.jpg

საქართველოს პროკურატურამ შშმ პირის გაუპატიურების საქმეზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა.

შსს-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გააუპატიურა.

უწყების ცნობით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,"დ" და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის ,"დ" ქვეპუნქტებით წარედგინა (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დღეს ქობულეთში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.


close დახურვა