logo
ENG



პროკურატურას ნიკა მელიას პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით ჯერაც არ მიუმართავს

09 მაი 202113:13
3 წუთის საკითხავი
 
პროკურატურას ნიკა მელიას პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით ჯერაც არ მიუმართავს
ვახო ქარელი/ფორმულა

პროკურატურას ნიკა მელიას პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით ჯერაც არ მიუმართავს. 

უცნობია, რა არის მიზეზი. პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მედიის ზარებს არ პასუხობს. 

ევროკავშირმა ნიკა მელიას გასათავისუფლებლად გირაოს თანხა - 40 000 ლარი 7 მაისს გადარიცხა.  

23 თებერვალს ნიკა მელია იმ საბაბით დააკავეს, რომ მან უარი თქვა გირაოს გაზრდილი თანხის გადახდაზე. დაკავების შემდეგ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ ენმ-ის თავმჯდომარე მას შემდეგ გათავისუფლდებოდა, რაც გირაოს გადაიხდიდა. 

მელია ამაზე უარს ამბობდა. 

ქართული ოცნების ლიდერებმაც მრავალჯერ გაიმეორეს, რომ ნიკა მელიას შეუძლია ციხიდან გამოსვლა და არ გამოდის, ვინაიდან გირაოს არ იხდის. 

თუმცა, ახლა, როცა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხულია, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობის დაყენებას არ ჩქარობს.


close დახურვა