logo
ENG



პროკურატურის შენობის ახალი არქიტექტურული პროექტის განსახორციელებლად კონკურსი გამოცხადდა

25 იან 202220:38
3 წუთის საკითხავი
 
პროკურატურის შენობის ახალი არქიტექტურული პროექტის განსახორციელებლად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ უწყების შენობის ახალი არქიტექტურული პროექტის განსახორციელებლად კონკურსი გამოცხადდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თბილისში საქართველოს პროკურატურის ახალი შენობა აშენდება.

"მშენებლობა განხორციელდება საქართველოს პროკურატურის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის შედეგად ბიუჯეტში მობილიზებული თანხებით.

საქართველოს პროკურატურის ახალ შენობაში განთავსდება თბილისის რაიონული პროკურატურები, რომელთა თანამშრომლები უკვე არაერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოყოფილ ოთახებში მუშაობენ. ახალ შენობაში ასევე განთავსდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროკურატურის სასწავლო ცენტრი.

პროკურატურის ახალი შენობის პროექტი პროკურატურის თანამშრომელთა თანამედროვე სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, რაც პროკურატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს", - აცხადებენ პროკურატურაში. რა დაჯდება პროექტი, პროკურატურის განცხადებაში მითითებული არაა.


close დახურვა