logo
ENG



პროკურატურის ცნობით, 3 ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წელი მიესაჯა

03 აპრ 202313:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/03/lljok8pelf6wmgo.png

საქართველოს პროკურატურის ცნობით, თბილისში 3 ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წელი მიესაჯა. უწყების თქმით, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა და ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულმა 2022 წლის 24 ივნისს თბილისში, ემირ ბურჯანაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სამ ადამიანს დანით ჭრილობები მიაყენა - დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა.

POG აღნიშნავს, რომ პოლიციამ ბრალდებული 2022 წლის 25 ივნისს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის "" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.


close დახურვა