logo
ENG



პროპაგანდა პრემიერის დასაცავად

14 სექ 202320:22
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ფინანსურ სკანდალზე არ რეაგირებს, ნაცად ხერხს მიმართავს. ჯერ სამთავრობო პროპაგანდის მეშვეობით, ახლა კი თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით, ისევ სააკაშვილზე ალაპარაკდნენ. სამთავრობო ბორტის ხარჯებს გრიფით საიდუმლოს მოხსნიან. ოცნებისთვის მხოლოდ 2012 წლამდე პერიოდია საინტერესო და არა ის, რა ხდება ხელისუფლებაში ივანიშვილის მოსვლის შემდეგ. სააკაშვილის ფრენებზე გრიფით საიდუმლოს მოხსნამდე ვრცლად გაიაშვილმა სამთავრობო მედიით ილაპარაკა. გაამჟღავნა თუ არა აირზენამ სახელმწიფო საიდუმლოება? ხელისუფლება სკანდალის გადაფარვას ცდილობს. 


close დახურვა