logo
ENG



პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით სახალხო განხილვები დასრულდა

07 ოქტ 201918:29
3 წუთის საკითხავი
 
etcxe911bsajydd.jpg

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო განხილვები დასრულდა. საზოგადოებასთან კომისიის ბოლო შეხვედრა აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალ შენობაში გაიმართა. შეხვედრებზე შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულზე გადასვლა განიხილებოდა. საქართველოს კონსტიტუციის ცვლილების პარალელურად შესაბამისი ცვლილებები შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდელობაშიც. პროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს. დიკსუსიას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 


close დახურვა