logo
ENG



პროპორციული სისტემის ჩამგდები დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დაამტკიცეს

11 დეკ 201920:33
3 წუთის საკითხავი
 
qqf4f1s2wl3q0mp.jpg

ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარების დაწინაურება გრძელდება. პროპორციული სისტემის ჩამგდები დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დაამტკიცეს.

დიმიტრი ხუნდაძის კანდიდატურა საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა. იმ გუნდმა, რომელთანაც ოფიციალური ვერსიით, ხუნდაძეს საარჩევნო სისტემის შესახებ დაუძლეველი უთანხმოება ჰქონდა.

ქართული ოცნების წევრებს დღეს არ დაუმალავთ, რომ ფსევდო ამბოხების ინიციატორს პოსტი ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა. 


close დახურვა