ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი ანგარიშს აქვეყნებს.
დოკუმენტში შეშფოთებაა გამოთქმული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნისას. მომხსენებლები იუსტიციის საბჭოს მოსამართლეების შერჩევისას მკაფიო კრიტერიუმების არარსებობის და მოგვიანებით სრული და არგუმენტირებული გადაწყვეტილებების არქონის გამო აკრიტიკებენ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში გადაცდომების თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა.
ევროსაბჭოს ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი თავის ანგარიშში ვრცლად მიმოიხილავს პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების საკითხსაც და სამწუხაროს უწოდებს, რომ კანონპროექტმა პარლამენტში საკმარისი მხარდაჭერა ვერ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დოკუმენტის სასარგებლოდ მისცა ხმა.
"არსებული კონსენსუსის ფონზე, რომ 2020 წლის არჩევნებამდე პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა იყოს შემოღებული, მისი ჩავარდნა გაუგებარი და უკან გადადგმული ნაბიჯია", - აცხადებენ თანამომხსენებლები.