ხმაური და დაპირისპირება იყო პარლამენტის გარეთაც. ღარიბაშვილს აქციით დახვდნენ, დააკავეს აქტივისტები. სამართალდამცველები მოქალაქეებს სპეციალური ხმოვანი გზავნილების გავრცელებას უკრძალავდნენ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, აქციის მონაწილეებს ასევე მოუწოდა შეეწყვიტათ იმ სიტყვის სკანდირება, რომლითაც ისინი ირაკლი ღარიბაშვილს მოიხსენიებენ. პოლიციის მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ შეძახილი "ირაყლი" უცენზურო შინაარსისაა. მომიტინგეები კი ამ აკრძალვას ცენზურად აღიქვამენ და აცხადებენ, რომ დღეს საქართველოს რუსი პრემიერ მინისტრი ჰყავს. საგულისხმოა, რომ მანამდე პოლიციას არანაირი რეაქცია არ ჰქონდა, როდესაც აქციის მონაწილეებს და TV პირველის ჟურნალისტს დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა აგინა.
პროტესტი და დაკავებები პრემიერის ანგარიშის პარალელურად
30 ივნ 202320:21
3 წუთის საკითხავი