ხალხი მძიმე ტექნიკისა და სახელმწიფოს წინაშე პირისპირ დადგომას აპირებს. ყველა საშუალებით გეგმავს მოსახლეობა დაიცვას საკუთარი მიწა მუშევანში. კაზრეთის ჩრდილოეთით მდებარე სოფელი და იქ ძვირფასი ლითონის მოპოვება ივანიშვილის დეიდაშვილთან, მამაცაშვილთან ასოცირებული RMG გოლდის ახალი სამიზნეა. ლიცენზია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანიას ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე სამუშაოების ჩასატარებლად მისცა, რაც ნიშნავს იმას, რომ მუშევანის შემდეგ იქნება სხვა სოფლებიც.
გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი. კომპანია პროტესტს არ გამოხმაურებია. ცნობილია, რომ იგეგმება მადნის ღია კარიერული წესით მოპოვება, ბურღვა-აფეთქების მეთოდით. ეს კი ადგილობრივების თქმით, დააბინძურებს წყალს, მიწას, საძოვრებს, - ყველაფერს, რასაც მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.