სასწავლო წელს პრობლემებით იწყებენ სკოლის მოსწავლეები ნორიოში. 500 მოზარდისთვის ამ დრომდე უცნობია, შეძლებენ თუ არა სკოლის შენობაში შესვლას, თუ კვლავ კილომეტრების გავლა მოუწევთ. ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელსაც სკოლის რეაბილიტაცია ევალებოდა, უკვე შავ სიაშია, პირობები არ შესრულდა და სამუშაოების დაწყებიდან ორი წლის თავზე, ახლა სახელმწიფოს ახალი ტენდერი აქვს გამოსაცხადებელი. ნორიოს მოსახლეობა დღეს დაწყებული პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს.
პროტესტი ნორიოში
30 აგვ 202220:32
3 წუთის საკითხავი