logo
ENG



პროტესტი პოლიტიკური ნიშნით ჩაგვრის წინააღმდეგ

04 დეკ 202320:34
3 წუთის საკითხავი
 

მასწავლებელი და დირექტორობის კანდიდატი შიმშილობას აცხადებს. მაია ეკალაძის მტკიცებით, განათლების სამინისტრომ პოლიტიკური ნიშნით დაჩაგრა. ამიტომ პედაგოგმა პროტესტი უწყების შენობასთან დაიწყო. მაია ეკალაძე პირდაპირ ამბობს, რომ თანამდებობაზე დანიშვნა ქართული ოცნების მიმართ ლოიალურობის გარეშე შეუძლებელია. ეკალაძე გასაუბრების შედეგად დაიბლოკა, ახლა პედაგოგი კონკურსის ხელახლა და ღია ფორმატში ჩატარებას მოითხოვს. ის, რომ მმართველი პარტია დირექტორებს პოლიტიკური ნიშნით არჩევს, ეჭვს არ იწვევს - ეს ფაქტი დადასტურებულია კრებსებითაც. 


close დახურვა