ხმაურით დასრულდა პროცესი მცხეთის სასამართლოში. ვარკეთილში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეუფარდეს. საქმე ეხება მცხეთაში დევნის ოპერაციას, რომლის შემდეგაც გიორგი და ბექა შენგელიებს კიდევ რამდენიმე დღე ეძებდნენ და საბოლოოდ ვარკეთილში დააკავეს. მცხეთაში მომხდარ შემთხვევას ბრალდებულები და პოლიცია განსხვავებულად აღწერენ. დევნის დროს პოლიციის ავტომანქანა ამოტრიალდა. დაკავებულები პასუხისმგებლობას პოლიციას აკისრებენ. პატიმრობის შეფარდებას გამოცხადებისთანავე ერთ-ერთმა ბრალდებულმა პროკურორს ფეხსაცმელი ესროლა.