პროტესტის მიუხედავად ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, ბარიკადები დროებით მხოლოდ მედიისთვის გაიხსნა. კომპანია ენკა-მ მედიის წარმომადგენლებს ტერიტორიაზე შესვლის და სამშენებლო მოედნის გადაღების შესაძლებლობა რიონის ხეობის მცველების ბრალდებებზე საპასუხოდ მისცა. რაც შეეხება ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალების მობილიზებას, ეს კომპანიის დირექტორმა თანამშრომლების უსაფრთხოებით ახსნა.
პროტესტის მიუხედავად, ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება
31 მაი 202120:34
3 წუთის საკითხავი