![2021/02/04/28e17200fw4vxq9.jpg](/uploads_script3/articles/2021/02/04/28e17200fw4vxq9.jpg)
"ტრეფიკ თრეველის" მმართველმა პარტნიორი ცოტნე ჯაფარიძე ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ შაბათს 6 თებერვალს პროტესტის ნიშნად ძველ თბილისში რამდენიმე უფასო ტური ჩატარდება. ჯაფარიძის თქმით, უფასო ტურებით ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ.
ჯაფარიძე აცხადებს, რომ ტური პარლამენტთან 14:00 საათზე დასრულდება, სადაც დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება.
"თბილისის ტური იქნება. ძველ თბილისში იქნება 2-საათიანი ტური იქნება, რომელიც პარლამენტთან 14:00 საათზე დამთავრდება. ტური იქნება ნებისმიერი მსურველისთვის. მოქალაქეებს ტურს პროფესიონალი გიდები ჩაუტარებენ. 14:00 საათზე კი პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება - მუსიკით, გაფორმებებითა და ა.შ. აქციით ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ყველას, ვინც შეზღუდვებს აპროტესტებს", - აცხადებს ჯაფარიძე.
პარლამენტთან აქცია-კონცერტი შაბათს, 6 თებერვალს გაიმართება. საზოგადოების ნაწილი და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს გააპროტესტებენ.