logo
ENG



პროტესტის ფონზე, პოლიციელების დახმარებით, პოზნერმა რესტორანი დატოვა

31 მარ 202123:58
3 წუთის საკითხავი
 

რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმერ პოზნერმა და მისმა თანხმლებმა პირებმა პროტესტის ფონზე, პოლიციელების კორდონის მეშვეობით, რესტორანი ვინოტელი დატოვეს.

პუტინ ხუილო - ამ შეძახილებით გააცილეს აქტივისტებმა პოზნერი. 

სამოქალაქო აქტივისტები აპირებენ გადაინაცვლონ იმ სასტუმროსთან, სადაც ვლადიმირ პოზნერი დაბინავდა და იქ გააგრძელონ პროტესტი. აქტივისტები ამბობენ, რომ პოზნერი საქართველოში თავს კომფორტულად ვერც ერთი წამმი ვერ იგრძნობს.

საქართველოში მყოფმა რუსმა პროპაგანდისტმა, ვლადიმირ პოზნერმა და მასთან მყოფმა 50-მდე ადამიანმა კაფე სტამბიდან რესტორან ვინოტელში გადაინაცვლეს. ისინი პოზნერის დაბადების დღის აღნიშვნას აპირებენ და ამავდროულად, კომენდანტის საათს არღვევენ.

ვინოტელთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ "ოკუპანტ ღორებს" არ მისცემენ მშვიდად დროსტარების საშუალებას. ამასთან, აქტივისტები პოლიციას მოუწოდებენ, რომ აღკვეთონ დანაშაული - კერძოდ, 50 კაცის მიერ კომენდანტის საათის დარღვევა. 

ისინი სკანდირებენ:"პუტინ ხუილო". 

პროტესტის შემდეგ, პოლიციის წარმომადგენლმა განცხადა, რომ ისინი შევიდოდნენ ვინოტელში და კანონდამრღვევებს დააჯარიმებდნენ.

როგორც შსს-ში ფორმულას განუცხადეს, პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია. უწყების განცხადებით, პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და არა ერთხელ იმყოფებოდა საქართველოში.

რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში დღეს, 31 მარტს ჩამოვიდა. 

მასთან ერთად მოსკოვიდან თბილისში აირზენას ჩარტერული რეისით შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, სულ 50 ადამიანი.

ვლადიმირ პოზნერს ხვალ, 1-ლ აპრილს დაბადების დღე აქვს. 

მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი". 

ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.  


close დახურვა