logo
ENG



პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სამხედრო სამსახური გადაუვადდებათ

29 სექ 202019:08
3 წუთის საკითხავი
 
csacmiszfi4jhc0.jpg

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური პროგრამის დასრულებამდე გადაუვადდებათ.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროფესიულ სასწავლებლებში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება არ ეხება იმ სტუდენტებს, რომლებმაც უკვე ისარგებლეს იმავე პროგრამით უმაღლეს სასწავლებლებში.

"საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები. სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ, სასურველ პროგრამაზე სწავლა დაასრულონ, კონკრეტული საქმის სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ, შესაბამისი კვალიფიკაცია მიიღონ და სწორედ ამის შემდეგ დაიწყონ სავალდებულო სამხედრო სამსახური. ბევრი ახალგაზრდა სწორედ აღნიშნული შესაძლებლობის არარსებობის გამო წყვეტდა სწავლას ან საწყის ეტაპზევე უარს ამბობდა პროფესიული განათლების მიღებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე გადავადება მოხდება მხოლოდ ერთხელ და ისიც მხოლოდ პროგრამის ხანგრძლივობის ვადით.

 


close დახურვა