logo
ENG



პროფესორი: ხელისუფლებამ არ უნდა დაყოს მოქალაქეები მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად

23 ნოე 201922:34
3 წუთის საკითხავი
 
pnppk1xnems9dg7.jpg

"30 წლის განმავლობაში ქვეყანა ერთ წრეზე არ ტრიალებს, მაგრამ ბოლო პერიოდში ძალიან მძიმე სიტუაციაშია", - ამის შესახებ პროფესორმა არინა თავაქარაშვილმა გადაცემა "გიორგი თარგამაძის ფორმულაში" განაცხადა. როგორც თავაქარაშვილი აცხადებს, მიუღებელია, რომ სახელმწიფოში ხელისუფლება მოქალაქეებს მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად ჰყოფს. 

"30 წლის განმავლობაში ქვეყანა ერთ წრეზე არ ტრიალებს, მაგრამ ბოლო პერიოდში ძალიან მძიმე სიტუაციაშია. ქვეყანამ დამოუკიდებლობისთვის სისხლი გაიღო, პარტნიორად აშშ ან თუნდაც სხვა ევროპული სახელმწიფოები აირჩია, დღეს ეს ხაზი უკან იხევს. სახელმწიფოში ხელისუფლებამ არ უნდა დაყოს მოქალაქეები მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. მომხრეებისთვის არ უნდა იქმნებოდეს დიდი აიპ-ები, დანარჩენებისთვის კი არაფერი. რატომ ვმალავთ იმას, 2012 წლის შემდეგ მცოცავი ოკუპაციით რამდენი ტერიტორია იკარგება?! ექიმმა თავი გაწირა ქვეყნისთვის, რატომ ვიგებთ მისი ტყვეობის შესახებ მხოლოდ 5 დღის შემდეგ?! რატომ არ საჯაროვდება ეს თემა?! არც ერთ ხელისუფლებას არ უნდა უღირდეს თავისი სკამი, არც ერთი ადამიანის ფასად", - განაცხადა პროფესორმა. 

 


close დახურვა