რამდენ ხანს გაგრძელდება პროცესი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებისა ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხი უნდა გადაწყვიტოს. საქმე მოცულობითია, მოწმეთა რაოდენობა კი - ათეულებს ითვლის. დღეს პირველი სხდომა უნდა გამართულიყო, რომელიც 14 დეკემბრამდე გადაიდო. მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად მიხეილ სააკაშვილი და ოჯახი მიიჩნევენ, რომ პროცესი არ უნდა გაჭიანურდეს, რადგან ჯანმრთელობა უარესდება და არსებობს სიკვდილის რისკი.