საფრანგეთის დედაქალაქში ფეხბურთის გუშინდელი მატჩის შემდეგ პოლიციამ 148 მოქალაქე დააკავა. დაკავებულებმა "პარი სენ-ჟერმენის" მიუნხენის "ბაიერნთან" მარცხის შემდგომ ქუჩებში ბუნტის მოაწყვეს.
პოლიციის ცნობით, დაკავებულებმა რამდენიმე მანქანას ცეცხლი წაუკიდეს და მაღაზიის ვიტრინები დაამსხვრიეს.
გუშინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის "ბაიერნმა" "პარი სენ-ჟერმენს" 1-0 მოუგო და "ჩემპიონთა ლიგის" თასი მეექვსედ მოიპოვა.