logo
ENG



პუტინი: ბირთვული იარაღის გამოყენების საჭიროება არ არსებობს

07 ივნ 202422:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/07/1x6ktgp8lhjgqef.jpg

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების საჭიროება არ არსებობს.

მან ასევე დაამატა, რომ ამ საჭიროებამდე "არც არასდროს მივა" იმ დიდი მსხვერპლიდან გამომდინარე, რასაც ბომბის გამოყენება გამოიწვევს.

ოკუპანტი სახელმწიფოს ლიდერის რწმუნებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბირთვული იარაღი აშშ-ის მიერ 1945 წელს იაპონიაში ჩამოგდებულზე 3-ჯერ დიდია, იგი მას მაინც არ გამოიყენებს.

პუტინის თქმით, მოსკოვი მტერს მეტად აღემატება ბირთვული იარაღის გარეშეც, შესაბამისად "ამ თემის განხილვა საჭიროც არ არის."


close დახურვა