logo
ENG



პუტინი: დასავლეთის მიზანი ყოფილი სსრკ-ის და მისი მთავარი ნაწილის, რუსეთის განადგურებაა

26 თებ 202313:58
3 წუთის საკითხავი
 
პუტინი: დასავლეთის მიზანი ყოფილი სსრკ-ის და მისი მთავარი ნაწილის, რუსეთის განადგურებაა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, დასავლეთის ერთადერთი მიზანი "ყოფილი საბჭოთა კავშირის" და ამჟამინდელი ფორმის რუსეთის განადგურებაა.

ამის შესახებ მან რუსულ სამთავრობო, პროპაგანდისტულ გამოცემა Russia-1-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"მათ ერთი მიზანი აქვთ - გაანადგურონ ყოფილი საბჭოთა კავშირი და მისი მთავარი ნაწილი - რუსეთის ფედერაცია" - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით რუსეთის განადგურების შესახებ დასავლეთის გეგმები "ფურცელზეა გაწერილი", თუმცა მისი თქმით, რუსეთი ურთიერთობების შენების პროცესში ამ ყველაფერზე საუბრისგან თავს იკავებდა.

"თუმცა ყველაფერი იქაა, ეს ყველაფერი დაწერილია, ყველაფერი ფურცლებზე წერია. და ახლა როცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ისინი ცდილობენ, მსოფლიო სათავისოდ გადააკეთონ. ისეთ სიტუაციამდე მიიყვანეს ეს ყველაფერი, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ იძულებულები ვართ ამას ვუპასუხოთ" - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ დასავლეთი რუსეთის ფედერაციის დანგრევას შეძლებს, რუსი ერი ახლანდელი ფორმით ვერ გადაურჩება.

"არც კი ვიცი ისეთი ეთნიკური ჯგუფი, როგორიც რუსი ხალხია თუ შეძლებს იმ ფორმით გადარჩენას, როგორითაც დღეს არსებობს. იქნებიან ნაწილი მოსკოველები, ურალელები და ასე შემდეგ“ - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის აზრით, დასავლეთს შეუძლია მიიღოს რუსეთი "ცივილიზებული ხალხის ოჯახში" თუმცა მხოლოდ დანაწევრებული სახით.


close დახურვა