logo
ENG



პუტინი: ვაფასებთ ჩინელი მეგობრების დაბალანსებულ პოზიციას უკრაინის კრიზისზე

15 სექ 202220:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/15/xepz53t3aayildg.jpg
Aleksey Druzhinin / Kremlin

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის ლიდერთან შეხვედრისას  განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერს უკრაინაში კონფლიქტის შესახებ მისი "დაბალანსებული პოზიციის გამო" აფასებს.

ომის დაწყების შემდეგ პირველი პირისპირ შეხვედრისას ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა რომ მას ესმის, რომ სი ძინპინს აქვს კითხვები უკრაინაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, რის შესახებაც საკუთარი პოზიციის დეტალურად გაცნობას დაჰპირდა. 

"ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი ჩინელი მეგობრების დაბალანსებულ პოზიციას, როცა საქმე უკრაინის კრიზისს ეხება. ჩვენ გვესმის თქვენი კითხვები და შეშფოთებები ამასთან დაკავშირებით, დღევანდელი შეხვედრისას ჩვენ, რა თქმა უნდა, აგიხსნით ჩვენს პოზიციას, დეტალურად აგიხსნით ჩვენს პოზიციას ამ საკითხზე, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე წარსულშიც გვისაუბრია" - განაცხადა პუტინმა.

ჩინეთმა უკრაინაში რუსეთის ომი ამ დრომდე არ დაგმო და რუსეთის ქმედებებს  არა "შეჭრას" არამედ, მოსკოვის მსგავსად, "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.

 

close დახურვა