რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, ნებისმიერი ქვეყნის მიერ უკრაინის ცის ჩაკეტვას კონფლიქტში მონაწილეობად განიხილავენ.
"რუსეთი ნებისმიერი ქვეყნის მიერ უკრაინის ცის ჩაკეტვას განიხილავს, როგორც სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობას", - თქვა მან პრესკონფერენციაზე.
მანამდე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთსა და ნატოს შორის კონფლიქტის პროვოცირება სურს.
უკრაინა ნატოს მიმართავს, უკრაინის საჰაერო სივრცე ჩაკეტოს.