logo
ENG



პუტინი: უკრაინაში რაც ხდება, ტრაგედიაა, ეს არა რუსეთის, სხვა ქვეყნების პოლიტიკის შედეგია

21 დეკ 202217:11
3 წუთის საკითხავი
 
პუტინი: უკრაინაში რაც ხდება, ტრაგედიაა, ეს არა რუსეთის, სხვა ქვეყნების პოლიტიკის შედეგია

უკრაინაში ახლა მიმდინარე მოვლენები ტრაგედიაა, მაგრამ ეს არა რუსეთის , არამედ სხვა ქვეყნების პოლიტიკის შედეგია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პუტინის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მესამე ქვეყნების პოლიტიკის შედეგია, რომლებიც მისივე თქმით, ყოველთვის ცდილობდნენ რუსული სამყაროს დაშლას.

ამასთან, პუტინმა თქვა, რომ უკრაინელ ხალხს კვლავ მოძმეებად თვლის.


close დახურვა