logo
ENG



პუტინი აზერბაიჯანში სახელმწიფო ვიზიტით ჩასვლას აპირებს

16 აგვ 202419:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/16/rlaa37ju1wsxpsc.jpg

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 18-19 აგვისტოს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავა. კრემლის ინფორმაციით, ვიზიტის დასასრულს სახელმწიფო მეთაურების მიერ სახელმწიფოთაშორისი დოკუმენტების ხელმოწერა იგეგმება.

ვიზიტის ფარგლებში, პუტინი რუსეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობისა და სამოკავშირეო ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხებს, ასევე მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონულ პრობლემებს განიხილავს.

რუსეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ბოლოს 2018 წლის 27 სექტემბერს იმყოფებოდა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ის ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს დაესწრო.

 


close დახურვა