რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აპირებს, რომ კონსტიტუციაში ქორწინება კაცისა და ქალის კავშირად განსაზღვროს.
Meduza-ს ინფორმაციით, პუტინმა მთავრობას უკვე გადაუგზავნა დოკუმენტი, რომლითაც კონსტიტუციაში შესწორებები უნდა შევიდეს.
"რუსეთის ფედერაცია, რომელიც გაერთიანებულია 1000 წლოვანი ისტორიით, ინახავს წინაპართა ხსოვნას, რომლებმაც გადმოგვცეს ღმერთის რწმენა და იდეალები, აგრეთვე რუსული სახელმწიფოს განვითარების უწყვეტობა და ისტორიულად ჩამოყალიბებული სახელმწიფოებრივი ერთობა",-ნათქვამია დოკუმენტში.
„ინტერფაქსის“ ინფორმაციით პუტინმა კონსტიტუციის ცვლილებების შესახებ 13 თებერვალს ისაუბრა.
„ ქორწინება – ეს არის ქალსა და კაცს შორის კავშირი, ოჯახი კი ცოტათი სხვა რამაა. რაც შეეხება #1 და #2 მშობლებს - ერთხელ საჯაროდ ვთქვი და გავიმეორებ კიდევ ერთხელ. სანამ მე ვარ პრეზიდენტი არ გვეყოლება #1 და #2 მშობელი. ჩვენ გვეყოლება დედა და მამაა“,-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.