logo
ENG



პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიეროებში ჩავიდა

06 დეკ 202315:04
3 წუთის საკითხავი
clock 383
2023/12/06/gk3ym6nzutnjyli.jpg

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არაბთან გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა. პუტინი მოლაპარაკებებს გამართავს ქვეყნის ლიდერთან, მუჰამედ ალ ნაჰიანთან, ჯერ დელეგაციების შემადგენლობაში, შემდეგ კი პირისპირ.

დღის ბოლოს პუტინი გაემგზავრება საუდის არაბეთში, სადაც პრინც მუჰამედ ალ საუდს შეხვდება.

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციის ბრალდებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებენ.

ეს პუტინის მეოთხე საერთაშორისო მოგზაურობაა ბოლო ორ თვეში. ოქტომბერში იგი ეწვია ყირგიზეთსა და ჩინეთს, ხოლო ნოემბერში - ყაზახეთს.


close დახურვა