logo
ENG



პუტინი და სერბეთის პრეზიდენტი შეთანხმდნენ, რომ რუსეთი სერბეთს გაზს უწყვეტად მიაწვდის

29 მაი 202215:31
3 წუთის საკითხავი
 

ვლადიმერ პუტინი და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი შეთანხმდნენ, რომ რუსეთი სერბეთს ბუნებრივ აირს მიაწვდის და ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გაძლიერდება.

ინფორმაციას კრემლი ავრცელებს. პუტინსა და ვუჩიჩს შორის სატელეფონო დიალოგი დღეს შედგა.

“ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელი განრიგის საკითხები დეტალურად იქნა განხილული, მათ შორის ნაბიჯები ორმხრივად სარგებლიანი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის საჭირო ნაბიჯები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთი სერბეთისთვის ბუნებრივი გაზის უწყვეტ მიწოდებას განაგრძობს“ -აცხადებს კრემლი.

ოფიციალური კრემლის ცნობით, ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინისა და კოსოვოს საკითხები.


close დახურვა