logo
ENG



პუტინი ვაგნერელებს თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს ან ბელარუსში წასვლას სთავაზობს

27 ივნ 202300:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/27/9t6im4bt0gf9b8g.jpg

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მებრძოლებს თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებას ან ბელარუსში წასვლას სთავაზობს. შესაბამისი განცხადება პუტინმა დღეს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

პუტინის მტკიცებით, ვაგნერელებისთვის მიცემულ დაპირებას შეასრულებენ.

"ჩვენ ვიცოდით და ვიცით, რომ ვაგნერელების უმეტესობა, მათ შორის მეთაურები - ასევე არიან რუსეთს პატრიოტები, რომლებიც არიან ქვეყნისა და ხალხის ერთგულნი. მათ ეს დაამტკიცეს თავიანთი სიმამაცით ბრძოლის ველზე, როცა დონბასი და ნოვოროსია გაათავისუფლეს. მადლობა იმ ვაგნერელებს, რომლებმაც მიიღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - არ დაიწყეს ძმათამკვლელი სისხლისღვრა, გაჩერდნენ ბოლო ხაზთან. ჩემს მიერ მიცემული დაპირება შესრულდება. გავმეორდები: არჩევანი თქვენზეა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს იქნება რუსეთის მეომრების არჩევანი, რომლებმაც საკუთარი ტრაგიკული შეცდომა გაიაზრეს", - თქვა პუტინმა.

***

24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ,  პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.


close დახურვა