რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თვითიზოლაციაში გადავიდა. როგორც კრემლის ვებგვერდზეა აღნიშნული, ამის მიზეზი პუტინის გარემოცვაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები გახდა. ვინ დაინფიცირდა პუტინის გარემოცვიდან, ინფორმაცია არ ვრცელდება.
პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის თქმით, პუტინი ჯანმრთელადაა და კოვიდზე ტესტი უარყოფითი იყო. მისივე თქმით, პრეზიდენტი ღონისძიებებს გარკვეული პერიოდი ფიზიკურად არ დაესწრება.
გაზაფხულზე პუტინმა განაცხადა, რომ Sputnik V-ით აიცრა. ბოლო პერიოდში ის რამდენიმე საჯარო ღონისძიებას დაესწრო. ამასთან ცნობილია, რომ პრეზიდენტთან შეხვედრის წინ სტუმრები კარანტინს გადიოდნენ. მან შეხვედრა გამართა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთანაც.