logo
ENG



პუტინის თქმით, მას არ სჯერა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში სახიფათო ხაზს უახლოვდება

25 დეკ 202216:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/25/186cgzocfd5gert.jpg

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ ომში სახიფათო ხაზს უახლოვდება.

პუტინის თქმით, უკრაინაზე თავდასხმით ის მოქმედებს "სწორი მიმართულებით", იცავს "თავის ეროვნულ ინტერესებს, მოქალაქეების, ხალხის ინტერესებს" და მისთვის "სხვა არჩევანი უბრალოდ არ არსებობს".

უკრაინული მედიის ცნობით, პუტინი უკრაინის აღებას 3 დღეში ელოდა, მაგრამ სრულმასშტაბიანი ომი 300 დღეზე მეტია მიმდინარეობს. რუსები კოლოსალურ ზარალს განიცდიან - ამ 10 თვის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო და ათასობით მტრის ტექნიკა გაანადგურეს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა