logo
ENG



პუტინის იმპიჩმენტის მოთხოვნით პეტიცია გავრცელდა, 30 წუთში ხელი 34 ათასმა ადამიანმა მოაწერა

27 თებ 202206:52
3 წუთის საკითხავი
 
პუტინის იმპიჩმენტის მოთხოვნით პეტიცია გავრცელდა, 30 წუთში ხელი 34 ათასმა ადამიანმა მოაწერა

პლატფორმაზე Change.org ვლადიმირ პუტინის იმპიჩმენტის მოთხოვნით პეტიცია გავრცელდა. 

30 წუთში მას ხელი 34 ათასმა ადამიანმა მოწერა. 

პეტიციის აღწერაში ნათქვამია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ვლადიმირ პუტინი დამნაშავეა სახელმწიფო ღალატსა და სამხედრო დანაშაულებში.

"ამ აგრესიის შედეგად უკრაინის ტერიტორიაზე ხალხი იღუპება, ინგრევა ინფრასტრუქტურა, ნადგურდება ეკონომიკა. ოპერაციის დეკლარირებული მიზანია სახალხოდ აღიარებული არჩევნებით კანონიერად არჩეული პრეზიდენტისა და მთავრობის გადაყენება. უკრაინის სახელმწიფოებრიობას საფრთხე ემუქრება.

გარდა ამისა, გამოუსწორებელი ზიანი დგება და უკვე მიადგა რუსეთის პოზიციებს მსოფლიოში. ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება რუსეთს მარგინალ ქვეყნად აქცევს. რუსეთი შეიძლება სამუდამოდ მოწყდეს მსოფლიო ეკონომიკას, მისი მრავალმილიონიანი მოსახლეობა კი სიღარიბისა და ტექნოლოგიური დეგრადაციისთვის გაიწიროს. ეს ყველაფერი მხოლოდ რუსეთის ხალხისთვის ზიანის მიყენების მიზანმიმართულ მცდელობად შეიძლება იქნას აღქმული.

მოვითხოვ, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროდან დაიწყოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან ვლადიმერ პუტინის გადაყენების პროცედურა რუსეთის კონსტიტუციის 93-ე მუხლის შესაბამისად". - წერია პეტიციის აღწერაში. 


close დახურვა