logo
ENG



პუტინის კონფერენციის წინ ჟურნალისტები ვერცხლის ნაწილაკებით დაამუშავეს

23 დეკ 202117:20
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/23/s6wge8v4dytg7jc.jpg

რუსეთის პრეზიდენტის ყოველწლიურ პრესკონფერენციამდე შესვლის წინ ჟურნალისტები ვერცხლის ნაწილაკებით დაამუშავეს. გარდა ამისა, მათ "ვერცხლის ნიღბები" დაურიგეს". თუმცა ადგილობრივი ექსპერტები და ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ მსგავსი ზომები არაეფექტურია. ამასთან, კონფერენციაზე მოსახვედრად ჟურნალისტების სამი PCR-ტესტის ჩაბარება მოუწიათ.

გამოცემა Meduza-ს სამედიცინო რედაქტორი, დარია სარკისიანი ამბობს, რომ ვერცხლი სამედიცინო მიზნებისთვის ნამდვილად გამოიყენება, თუმცა ძირითადად დამწვრობის შემთხვევებში და არა ვირუსებთან საბრძოლველად. მისთვის გაუგებარია, რას როგორ უნდა იმოქმედოს ვერცხლის ნაწილაკებით გარეგანმა დამუშავებამ.

"ასეთივე წარმატებით შესაძლებელი იყო ჯგუფ Serebro-ს მოწვევა. ეფექტი იგივე იქნებოდა, მაგრამ სახალიხო", - თქვა სარკისიანმა.


close დახურვა