logo
ENG



პუტინის მიერ შეწყალებული ებრაელი გოგონა თავისუფალია

30 იან 202019:21
3 წუთის საკითხავი
 

ვლადიმერ პუტინის მიერ შეწყალებული ებრაელი გოგონა თავისუფალია. 26 წლის ნაამა ისახარმა საპატიმრო და ქვეყანაც უკვე დატოვა. ის შარშან აპრილში მოსკოვის აეროპორტში დააკავეს. ნაამა ისახარი მოსკოვის გავლით დელიდან ისრაელში მიფრინავდა. მას ზურგჩანთაში 10 გრამი ჰაშიში აღმოაჩნდა. თუმცა თავად ირწმუნებოდა, რომ ნარკოტიკული საშუალება მისი არ იყო. სასამართლომ ტურისტს შვიდ წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მისი შეწყალების საკითხი გასულ კვირას ისრაელში ვლადიმერ პუტინის ვიზიტის დროს გადაწყდა. დაცვის მხარე ირწმუნება, რომ შეწყალების სანაცვლოდ ნაამა ისახარს ბრალი არ უღიარებია. 


close დახურვა