არჩევნები საერთაშორისო აღიარების გარეშე და მხოლოდ ორბანის მხარდაჭერით - ამ დრომდე, უნგრეთის პრემიერი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ერთადერთია, რომელმაც ოცნებას გამარჯვება მიულოცა. თბილისში უნგრეთის ლიდერის ვიზიტის პარალელურად ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ ორბანი ევროკავშირს არ წარმოადგენს. პუტინის მოკავშირედ მიჩნეულ ორბანს თბილისში შეძახილებით დახვდნენ. გზავნილები, რომელიც კობახიძის გვერდით მდგარი ორბანისგან ისმოდა, ოცნების კრემლისტური გზავნილების იდენტურია.
პუტინის მოკავშირის ვიზიტი
29 ოქტ 202420:08
3 წუთის საკითხავი