logo
ENG



პუტინის ომის 27-ე დღე უკრაინაში

22 მარ 202220:04
3 წუთის საკითხავი
 

ომის 27-ე დღეს უცხოური პრესა სულ უფრო აქტიურად წერს, რომ პუტინის არმიას შეიარაღების დეფიციტი აქვს. ვრცელდება ინფორმაცია ბელარუსიდან სახმელეთო ჯარების შეყვანის შესახებ. უკრაინელებმა დაიბრუნეს მაკარივი, ქალაქი კიევის ოლქთან, სასტიკი ბრძოლებია მარიუპოლში, სადაც სამი მწვანე დერეფნის დროსაც კი ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს. რუსული არმიის დანაკარგი 15 ათასზე მეტია, მათ შორის განადგურდა დივერსანტთა ჯგუფი, რომელიც ოდესაზე თავდასხმას გეგმავდა. ამ ფონზე, ოკუპანტები სამოქალაქო ობიექტებს უტევენ, დაბომბეს ფსიქიატრიული საავადმყოფო, ბავშვთა კლინიკა. პუტინის ომმა უკრაინაში 117 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ბოლო ცნობებს ომიდან - გუგა დვალიშვილი გაგვაცნობს. 


close დახურვა