logo
ENG



პუტინის ომის 28-ე დღე უკრაინაში

23 მარ 202220:01
3 წუთის საკითხავი
 

კიევსა და უკრაინის დიდ ქალაქებს ომის 28-ე დღეს ისევ უკრაინა აკონტროლებს. პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინის არმია მზადაა და შეუძლია რუსების მიერ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნება. ამის მაგალითი დღეს უკვე ვნახეთ, - უკრაინულმაპოლიციამ მუშაობა განაახლა ირპენის გარეუბანში, რომლის დიდი ნაწილიც რუსეთის ძალების მიერ იყო ოკუპირებული.

რუსეთის სამხედრო ძალებს წინსვლა ფაქტობრივად არსად აქვთ, სახმელეთო შეტევების წარუმატებლობის გამო კი საჰაერო და სარაკეტო თავდასხმებს განაგრძობენ, როგორც სამოქალაქო პირებზე, ასევე სამხედრო ობიექტებზე. 121-მდე გაიზარდა ოკუპანტების მიერ მოკლული მოზარდების რიცხვი. ყველაზე მძიმე მდგომარეობაა კვლავ მარიუპოლში, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება ელოდება, რომ ახალი სამიზნეები ჩრდილოეთით მდებარე ქალაქები ხარკოვი და ჩერნიგოვია


close დახურვა