logo
ENG



პუტინის ომის დანაშაული

06 აპრ 202220:08
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინა ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის ფაქტების აღწერას ვერ აუდის. გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები მთელი მსოფლიოსთვის აშკარაა. შოკისმომგვრელია კონკრეტული ისტორიები - მთელი ოჯახების მოსპობის, ბავშვებისა და ქალების გაუპატიურებებისა და მკვლელობების მაგალითები.  კიევის ოლქიდან რუსების გასვლის შემდეგ მიწასთან გასწორებული ქალაქები დარჩა. უმძიმეს ბრძოლებს ელოდებიან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, რუსები ოკუპაციის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე გაფართოებას აპირებენ, მაგრამ უკრაინის მძაფრ წინააღმდეგობას აწყდებიან. საყურადღებოა ერთი ფაქტიც. შეერთებულ შტატებში არსებობს ინფორმაცია, რომ პუტინი კიევზე ახალი შეტევისთვის ემზადება. 


close დახურვა