logo
ENG



პუტინის პირადი კილერი - აღზევებული კადიროვის ისტორია დროებაში

21 ივნ 202019:44
3 წუთის საკითხავი
 

გათიშე და იბატონე: თანამედროვე ჩეჩნეთი რუსეთის იმპერიის მთავარი პრინციპის „წარმატების" მაგალითია. 2004 წელს, როდესაც რუსეთის პირველ არხზე, კრემლში, სპორტულ კოსტიუმში გამოწყობილი ახალგაზრდა რამზან კადიროვი აჩვენეს, ვერავინ წარმოიდგენდა, რაში ტრანსფორმირდებოდა ჩეჩნეთის ეს ახალი სახე. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კადიროვი პირად ჯარისკაცად აქცია და კავკასიაში, რომელსაც მოსკოვი საუკუნეებია მაინც ვერ იმორჩილებს, საკუთარ ხალხს დაუპირისპირა. კადიროვი აპატიმრებს, აწამებს და კლავს ყველას, ვინც მას არ მოსწონს. ამისთვის ჩეჩნეთის მეთაური არ ისჯება, პირიქით: მოსკოვი მას ყველაფერში ახალისებს და როგორც თავად კადიროვი ამბობს, მრავალმილიონიან დოტაციებს პირდაპირ ალაჰისგან ურიცხავს.

„დროების" რედაქტორი მართა არდაშელია ბერლინში, ლონდონსა და სტოკჰოლმში იმ ადამიანებს დაუკავშირდა, რომელთაც პუტინის რეჟიმის შესახებ არა მხოლოდ სმენიათ, არამედ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად არ შეუწყვეტიათ დანაშაულებრივ ქმედებებზე ხმამაღლა საუბარი.

იხილეთ აღზევებული კადიროვის ისტორია "დროების" სიუჟეტში. 


close დახურვა