logo
ENG



პუტინის პრესკონფერენციის დასრულებიდან რამდენიმე საათში მოსკოვის ცენტრში ცეცხლი გახსნეს

19 დეკ 201921:50
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენციის დასრულებიდან რამდენიმე საათში მოსკოვის ცენტრში, "ეფ-ეზ-ბეს" შენობასთან ცეცხლი გახსნეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გარდაცვლილია სამი ადამიანი. სამივე უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომელია. არიან დაჭრილებიც, თუმცა მათი რაოდენობა უცნობია.

შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმები მიიყვანეს. გადაკეტილია მიმდებარე ქუჩები. უსაფრთხოების მიზნით შენობებიდან ხალხს არ უშვებენ. ამ დროისთვის თავდასხმის მოტივი უცნობია. 


close დახურვა