დედაქალაქის და სხვა ქალაქების დამწვარი ცენტრი, გაძარცვული მაღაზიები, პროდუქტის დეფიციტი, პურის რიგი, „წესრიგის“ აღსადგენად ქალაქის ქუჩებში გამოსული სამხედრო ჯავშან ტექნიკა - ეს ყველაფერი საქართველოს 90-იანებს გვახსენებს. თუკი ვინმეს ვერ წარმოუდგენია როგორ შეიძლება ასეთი რამე 21-ე საუკუნეში მოხდეს - სულ ტყუილად.
სანამ მსოფლიო ახალ წელს ზეიმობდა, ყაზახეთში სწორად ასეთი ვითარება შეიქმნა. 33-წლიანი ცვლილებების გარეშე მართვით დაღლილი ყაზახები, სოციალური უკმაყოფილების გამო ქუჩაში გამოვიდნენ და მთელი რისხვა სამთავრობო ადმინისტრაციისკენ მიმართეს. კლანურ მმართველობაში არ არის გასაკვირი რომ არეულობით ხელისუფლების სხვადასხვა კლანმა გადაწყვიტა ესარგებლა და რა თქმა უნდა არც პუტინს ეძინა. შედეგად მივიღეთ სიტუაცია როცა ყაზახეთში ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც ბალანსის პოლიტიკით ცდილობდა სრული რუსული კონტროლისგან ყაზახეთი დაეცვა სცენიდან გამქრალია და გაძლიერებულია პუტინის გავლენა პრეზიდენტ ტოკაევზე.