კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 10 წლის განმავლობაში პირველად, ყოველწლიური პრესკონფერენცია გააუქმა.
"რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დიდი პრესკონფერენცია წელს არ იგეგმება", - თქვა კრემლის პრესსპიკერმა.
ნოემბერში, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრესკონფერენცია არ ჩატარდებოდა. როგორც მედია წერს, გაუქმების ერთ-ერთ მიზეზი "ფრონტზე არსებული ვითარება" იყო.
2012 წლიდან მოყოლებული, დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტის დასკვნითი პრესკონფერენცია იმართებოდა.