კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შესახებ ტელეფონით ისაუბრეს.
კრემლის ცნობით, ერდოღანმა პუტინს მადლობა გადაუხადა შავი ზღვის შეთანხმების გაგრძელებისთვის და განაცხადა, რომ ესმის "რუსეთის მხარის პრინციპული პოზიციის, მიაღწიოს შეთანხმების მეორე ნაწილის სრულ განხორციელებას - მოიხსნას ბარიერები რუსეთის აგრიკულტურულ პროდუქტებზე“.
რუსეთმა შავი ზღვის შეთანხმების გაგრძელების პირობებზე გასულ კვირაში ისაუბრა. პუტინის თქმით, თუ ეს პირობები არ დაკმაყოფილდება მოსკოვი აფრიკის ქვეყნებს მარცვლეულს უფასოდ გაუგზავნის.
კრემლის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პუტინმა და ერდოღანმა ასევე გამოხატეს "კმაყოფილება სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებში პოზიტიურ დინამიკაზე, ენერგოსექტორში ერთობლივი სტრატეგიული პროექტების წარმატებულ დანერგვაზე, მათ შორის გაზის მიწოდებისა და თურქეთში აქუიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის კუთხით".
კრემლის ინფორმაციით, მხარეებმა ასევე განიხილეს თურქეთ-სირიის ურთიერთობების ნორმალიზება.