logo
ENG



პუტინმა ზელიმხან ხანგოშვილს მკვლელი უწოდა

10 დეკ 201908:36
3 წუთის საკითხავი
 
w1h0b23ujw3bdok.jpg

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინმა პირველი კომენტარი გააკეთა. პარიზში ნორმანმდიული ოთხეულის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ  პრესკონფერენციაზე რუსეთის  პრეზიდენტმა  ხანგოშვილს მკვლელი უწოდა  და  მოსკოვში ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებაში დასდო ბრალი.

მისი თქმით, რუსულმა მხარემ არაერთხელ დააყენა ხანგოშვილის ექსტრადაციის საკითხი, მაგრამ გერმანელ კოლეგებთან  შეთანხმება ვერ შედგა. პუტინმა ასევე  განცხადა, რომ რუსეთი გერმანიის მიერ დიპლომატების გაძვებას სარკისებრი  ზომებით უპასუხებს.

შეგახსენებთ, რომ ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის პარკში საკონტროლო გასროლით 23 აგვისტოს მოკლეს. მკვლელი მალევე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თავდასხმამდე 6 დღით ადრე ის მოსკოვიდან ჯერ პარიზში, შემდეგ კი ვარშავაში ჩაფრინდა. ყველა მტკიცებულებას ძიება რუსეთისკენ მიჰყავდა. ამიტომ საქმე გერმანიის გენპროკურატურამ გადაიბარა. 

ზელიმხან ხანგოშვილი 2001-2005 წლებში რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე და ერთ-ერთი საველე რაზმის მეთაური იყო. მის მიმართ რუსეთის სპეციალური სამსახურების ინტერესი ყოველთვის მაღალი იყო. სწორედ კრემლის მორჩილებისა და ბიძინა ივანიშვილის მავნებლური პოზიციით ხსნის ოპოზიცია ხელისუფლების დუმილს.


close დახურვა